Posts

ფრანც კაფკა - ამერიკა

Image
ოცნებები ამერიკაში ხდება, მაგრამ არა კარლ როსმანისთვის. აქ თანაგრძნობის იმედი არ უნდა გქონდეს, რადგან მხოლოდ იღბლიანების ხვედრია, დატკბნენ ბედნიერებით, ასევე უდარდელ მოძმეთა გარემოცვაში.  კარლისთვის ამერიკა სასჯელია იმ უსაქციელობისთვის, რომელშიც მისი ბრალეულობა ყველაზე ნაკლებია. მოახლე, თავისივე "დაჟინებით", მისგან შვილს ელოდება. კარლის მამისთვის კი, ეს საკმარისზე მეტი აღმოჩნდა იმისთვის, რომ უცხო მხარეში გაესტუმრებინა შვილი. ზოგადად, მამების და შვილების განსხვავებულ ენებზე საუბარი, პირადი ტკივილიდან და ბავშვობის ტრავმებიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად გვხვდება კაფკას ტექსტებში. მამას ერთი უნდა, შვილს - მეორე, მაგრამ რაკი მამა ძლიერია, შვილი გამუდმებით მსხვერპლად იქცევა, მამა კი - თვალებახვეულ მოძალადედ. შესაძლოა, სწორედ მამისადმი ჩამოყალიბებული დამახინჯებული გრძნობები ხდება მიზეზი იმის, რომ ემიგრაციაში მყოფ კარლს, ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ ახსენდება საკუთარი შვილი. ან ახსენდება, მაგრამ ცდილობს თავის შორს დაჭერით, შვილს მაინც აარიდოს ის განსაცდელი, რომელმაც მასში შე...

რეი ბრედბერი - მარსის ქრონიკა

Image
დ ედამიწიდან პირველი რაკეტა გაფრინდა და უკან მოტოვებული ვარდისფერი ნისლით ზამთრის თოვლიანი ოჰაიო, მცირე ხნით, რაკეტის ცხელ ზაფხულად აქცია.  ირგვლივ საყოველთაო ლღობა დაიწყო, გაიღო კარები და ფანჯრები, თხილამურები და მარხილები ერთბაშად უმაქნისი გახდა. არც თუ შორეულ მომავალში,  დედამიწიდან პირველი რაკეტა გაფრინდა მარსზე და როგორც დასაწყისშივე იგრძნობა, თან მოიყოლა დიდი გარდატეხების ეპოქა, რომელიც შეეხო როგორც ადამიანთა ჩვეულ ყოფას, ისე მათ გონებას, მრწამსს, მისწრაფებებს... ახალ ეპოქას თავდაყირა უნდა დაეყენებინა ყველაფერი, გაეღო აქამდე დახშული ადამიანთა გონება, როგორც მათი საცხოვრისის კარ-ფანჯრები, გაეზარდა მათი თვალსაწიერი, როგორც ზამთრის ალმურწაკიდებულ ცას მაცქირალი, აივნებზე გამოფენილი ადამიანების ხედვა და გაელღვო ყინული, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, დედამიწის მაცხოვრებლებს გაერთიანების საშუალებას არ აძლევდა. "მარსის ქრონიკა", ერთი შეხედვით, ერთმანეთთან კავშირის არმქონე, სხვადასხვა ეპიზოდების კრებულია, რომლებიც ნაცნობი თუ უცნობი მოვლენების, აღმოჩენების,  დედამი...

კაზუო იშიგურო - არასოდეს გამიშვა

Image
ჰო, მეც ვფიქრობ, რომ სალათინოამერიკულსერიალო სათაური უფროა, მაგრამ ღლაბუცის სურვილი რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ უთუოდ გადაგივლით, რადგან   მძიმე შინაარსი და შესაბამისი განწყობა, რომელიც მას მოაქვს,   წაკითხვის შემდეგაც კარგა ხანს გაგყვებათ. ეს წიგნი, ნობელის პრემიის მქონე იშიგუროს ყველაზე ცნობილი დისტოპიური რომანია, რომელმაც მრავალფეროვანი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ სასკოლო დაწესებულებაში მოზარდი ბავშვები მუდმივად გრძნობენ, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არ არიან. მასწავლებელთა უმეტესობა მათგან დისტანცირებას ამჯობინებს, ზოგს კი ისე ეშინია, თითქოს ბავშვები კი არა - ობობები იყვნენ. რატომღაც მხოლოდ შემოქმედებით უნარებს უვითარებენ და არცერთ მათგანს აზრადაც არ მოსდის გაქცევა, რადგან ჰეილშემს გარს ტყე აკრავს, ტყე კი მოჩვენებებით და ავსულებითაა სავსე. იქ წასული და უკან დაბრუნებული არავის უნახავს, ყოველ შემთხვევაში, ამ და მსგავს ლეგენდებს შთააგონებებენ მათ მასწავლებლები. არავის ახსოვს როდიდან, მაგრამ ყველა ბავშვს გაცნო...

რომენ გარი - ევროპული აღზრდა

Image
"- რაზეა წიგნი? - ადამიანებზე, რომლებიც იტანჯებიან, იბრძვიან და ერთმანეთს უახლოვდებიან. - გერმანელებზეც? - ..." წიგნი 1943 წელს დაიწერა, რამდენჯერმე დარედაქტირდა და საბოლოოდ, 1945 წელს გამოიცა. ჟან პოლ სარტრის მოსაზრებით, რომელიც მეოცე საუკუნის ფრანგული ფილოსოფიის და ეგზისტენციალიზმის გავლენიან  და მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს და ასე თუ ისე დაეჯერება , წიგნი ერთ-ერთი საუკეთესოა მეორე მსოფლიო ომის თემაზე დაწერილ ტექსტებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ავტორის - რომენ გარისთვის - ეს წიგნი პირველი რომანია, ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია, ბუნებრივი ოსტატობით და ძალდაუტანებლად მოეტანა ჩვენამდე მარტივი ჭეშმარიტება, რომ "ნამდვილი ფასეულობანი სიცოცხლისუნარიანია და ყველაფერს უძლებს." იანეკი, 14 წლისაა. ის ყველაფრისთვის მეტისმეტად ახალგაზრდაა, გარდა შიმშილის, სიცივისა და ტყვიებისა. თუმცა, 1 წელიც საკმარისი აღმოჩნდება, მიიღოს ევროპული აღზრდა, რომელიც ტრადიციული საგანანათლებლო დაწესებულებების გვერდის ავლით, კაცობრიობის ბნელეთის გავლით გამოაწრთობს, განამტკიც...

ჟოზე სარამაგუ - სიბრმავე

Image
ქართული ლიტერატურის წარმომადგენლებიდან, ოთარ ჭილაძე, ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეულია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ შექმნა  არანაკლებ გამორჩეული რომანი "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა". 1998 წელს, მას ნობელის პრემია უნდა მიეღო, რომ არა ვიღაც პორტუგალიელი   ჟოზე სარამაგუ. "მისი თანაგრძნობითა და ირონიით გამყარებული იგავის გამოყენება, გვაძლევს საშუალებას, გავარკვიოთ, თუ რა არის ილუზიური რეალობა"-ო -  გადაწყვიტა ნობელის კომიტეტმა. თავიდანვე, პესიმისტურად განვეწყვე, თუმცა სარამაგუს "სიბრმავის" წაკითხვისას, რთულია იგივე განწყობის შენარჩუნება. ვისაც თავის ტკივილი და თავსატეხები უყვარს, გულგრილი ვერ დარჩება ამ წიგნის მიმართაც. რამდენად მყარია სოციუმი, რომელსაც ვქმნით? რამდენად გვიცავს კულტურული თუ მორალური საფარველი პირველყოფილი ინსტინქტებისგან, რომლებსაც ჩვენში ვახშობთ? ძირითადად, ამის გარკვევას ცდილობს სარამაგუ, რომელმაც შექმნა აბსტრაქტული სამყარო, უსახელო ადამიანებით, სადაც მძვინვარებს თეთრი ეპიდემია და ერთმანეთის მიყოლებით ბრმავდება მთელი საზოგადოება. არავინ იცის,...

ფილიპ კ. დიკი - კაცი მაღალ კოშკში

Image
ს კოლაში სწავლის პერიოდში, ე.წ. უფროსები კომუნიკაციის დამყარებისას, ძალიან  ხშირად იყენებდნენ ერთსა და იმავე ნაცად ტაქტიკას - მისვამდნენ სრულიად უაზრო კითხვებს. ერთ-ერთი ასეთი იყო: რომელი საგანი გიყვარს ყველაზე უფრო? მეც, როგორც კარგი და ზრდილობიანი გოგო, ხასიათის შესაბამის პასუხს ვიძლეოდი, თუმცა ახლა რომ ვფიქრდები, ეს არასდროს ყოფილა - ისტორია. ზოგადად, ნაკლებად ვხვდები ადამიანებს, ვისაც წარსულში ჩხრეკა და მითუმეტეს, წარსული გამოცდილებით ხელმძღვანელობა დიდად ეპიტნავებოდეს. სამწუხაროდ... რადგან, წარსულის თითოეული მოვლენით განსაზღვრულია ჩვენი დღევანდელობა. ჰო, ვიცი, ახალს არაფერს ვამბობ, უბრალოდ მინდა მეტი სიცხადისთვის გაგაცნოთ ალტერნატიული აწმყო, თუ მომავალი, რომელშიც ვიცხოვრებდით, მეორე მსოფლიო ომში, ნაცისტურ გერმანიას  რომ გაემარჯვა. ფილიპ კ. დიკი, ცნობილი წარმოსახვის შესაშური უნარით, 1962 წელს, აქვეყნებს თავის მთავარ (ჩემი აზრით)  ნაწარმოებს "კაცი მაღალ კოშკში", სადაც გამარჯვებულმა ღერძის სახელმწიფოებმა აშშ ორად გაიყო. აღმოსავლეთი ნაწილი გერმანიას ერგო, ხოლო და...

ემა დონაჰიუ - ოთახი

Image
რ ა შეიძლება ჰქონდეს მოსაყოლი 5 წლის პატარა ბიჭს? რომ დღეს ყველასგან მალულად ხეზე აძვრა და მყუდრო თავშესაფარი მოიწყო, რომ გუშინ მამასთან ერთად კენჭებს აგროვებდა სანაპიროზე, რომ გუშინწინ თავისმა ლეკვმა პირველად მოურბენინა სათამაშო? არა. ვერა, რადგან არაფერი მსგავსი მას აქამდე არ უნახავს.  ჯეკი პატარა ოთახში დაიბადა და დღემდე მისი სამყარო ეს არის, რომელსაც ფანჯარაც არ აქვს და მხოლოდ შემინული ჭერით შეუძლია დაინახოს სხვა სამყაროს ფრაგმენტი, სადაც ღმერთს დღისით ყვითელი სახე აქვს, ღამით კი - თეთრი. ოთახი, ირლანდიელ-კანადელი მწერლის, ემა დონაჰიუს, 2010 წელს გამოქვეყნებული რომანია, რომელიც "ნიუ-იორკ ტაიმსმა" წლის ბესტსელერად დაასახელა. 2015 წელს კი, რეჟისორმა ლენი აბრაამსონმა მისი ეკრანიზაცია გადაწყვიტა, საკმაოდ წარმატებულად, რადგან ფილმმა ოთხი ოსკარი დაიმსახურა. წიგნი, მთლიანად პატარა ბიჭის მონათხრობია, რაც სწორი გადაწყვეტაა, რადგან ამ დახშულ ოთახში დამყაყებულ მძიმე ჰაერს ოდნავ სიმსუბუქეს ეს მაინც სძენს. ამასთან, ბევრად უფრო გულწრფელი, გულუბრყვილო და გაცილებით დიდი თანაგრძ...