ემა დონაჰიუ - ოთახი
![]() |
რა შეიძლება ჰქონდეს მოსაყოლი 5 წლის პატარა ბიჭს? რომ დღეს ყველასგან მალულად ხეზე აძვრა და მყუდრო თავშესაფარი მოიწყო, რომ გუშინ მამასთან ერთად კენჭებს აგროვებდა სანაპიროზე, რომ გუშინწინ თავისმა ლეკვმა პირველად მოურბენინა სათამაშო? არა. ვერა, რადგან არაფერი მსგავსი მას აქამდე არ უნახავს. ჯეკი პატარა ოთახში დაიბადა და დღემდე მისი სამყარო ეს არის, რომელსაც ფანჯარაც არ აქვს და მხოლოდ შემინული ჭერით შეუძლია დაინახოს სხვა სამყაროს ფრაგმენტი, სადაც ღმერთს დღისით ყვითელი სახე აქვს, ღამით კი - თეთრი.
ოთახი, ირლანდიელ-კანადელი მწერლის, ემა დონაჰიუს, 2010 წელს გამოქვეყნებული რომანია, რომელიც "ნიუ-იორკ ტაიმსმა" წლის ბესტსელერად დაასახელა. 2015 წელს კი, რეჟისორმა ლენი აბრაამსონმა მისი ეკრანიზაცია გადაწყვიტა, საკმაოდ წარმატებულად, რადგან ფილმმა ოთხი ოსკარი დაიმსახურა.
წიგნი, მთლიანად პატარა ბიჭის მონათხრობია, რაც სწორი გადაწყვეტაა, რადგან ამ დახშულ ოთახში დამყაყებულ მძიმე ჰაერს ოდნავ სიმსუბუქეს ეს მაინც სძენს. ამასთან, ბევრად უფრო გულწრფელი, გულუბრყვილო და გაცილებით დიდი თანაგრძნობის გამომწვევია, ვიდრე სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო. ჯეკი, ახლახანს გახდა ხუთი წლის და დედამ გადაწყვიტა, რომ უკვე დრო იყო, არ-მოტყუება გაეკეთებინა, ამიტომ უამბო სამყაროს შესახებ, რომელიც გარეთაა. იქ ნამდვილი ხეები, ბალახები, ადამიანები და სუპერ მფრინავ ვერტმფრენ მანქანა წყალქვეშა ნავებიც კია! დე ერთადერთი დე არ არის, ჯეკი კი - ერთადერთი ჯეკი. რომ ტელევიზორში ნანახი სურათების ნაწილიც ნამდვილად არსებობს. რომ ამ ოთახში ბებერი ნიკის წყალობით არიან გამოკეტილები, რომელმაც მოზარდი დე მოიტაცა და მას მერე ძალადობს მასზე.
წიგნი, მთლიანად პატარა ბიჭის მონათხრობია, რაც სწორი გადაწყვეტაა, რადგან ამ დახშულ ოთახში დამყაყებულ მძიმე ჰაერს ოდნავ სიმსუბუქეს ეს მაინც სძენს. ამასთან, ბევრად უფრო გულწრფელი, გულუბრყვილო და გაცილებით დიდი თანაგრძნობის გამომწვევია, ვიდრე სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო. ჯეკი, ახლახანს გახდა ხუთი წლის და დედამ გადაწყვიტა, რომ უკვე დრო იყო, არ-მოტყუება გაეკეთებინა, ამიტომ უამბო სამყაროს შესახებ, რომელიც გარეთაა. იქ ნამდვილი ხეები, ბალახები, ადამიანები და სუპერ მფრინავ ვერტმფრენ მანქანა წყალქვეშა ნავებიც კია! დე ერთადერთი დე არ არის, ჯეკი კი - ერთადერთი ჯეკი. რომ ტელევიზორში ნანახი სურათების ნაწილიც ნამდვილად არსებობს. რომ ამ ოთახში ბებერი ნიკის წყალობით არიან გამოკეტილები, რომელმაც მოზარდი დე მოიტაცა და მას მერე ძალადობს მასზე.
ეს დახშულ სივრცეში მზარდი ბავშვის ამბავია, რომელზეც აღნიშნული გარემო თავის კვალს ამჩნევს. მიუხედავად დედის თავდაუზოგავი მცდელობებისა, შეუქმნას შვილს განვითარებისთვის აუცილებელი პირობები და ბედნიერი ბავშვობა(მოცემული რეალობის პირობებში), ბავშვს ბუნებრივი მოთხოვნილებები უჩნდება მეტი შეხება ჰქონდეს გარემოსთან, აღიქვას, შეისწავლოს იგი. ამიტომ დიდი გულისყურით ეძებს შემოპარულ ობობას თუ წრუწუნას; მთელი მონდომებით უვლის მცენარეს, რომელიც დედა-შვილისგან განსხვავებით ვერ ძლებს ასეთ პირობებში და მაინც ხმება. ბოლოს და ბოლოს, გამოიგონებს წარმოსახვით ძაღლს - ლაქის, რომელიც მისი მეგობარია. 11 კვადრატული მეტრი ფართობის ოთახი ვერაფრით ყოფნის ბავშვის მისწრაფებებს დაამყაროს კონტაქტი სამყაროსთან. კიდევ უფრო რთულია შექმნილი მდგომარეობის ატანა დედისთვის, რომელიც ცხოვრობდა ამ სამყაროში და იცის, რა დაკარგა. დროდადრო დაგროვებულ ბრაზს და სასოწარკვეთას, ბავშვთან ერთად გამოხატავს "თამაშით", რაც შემინულ ჭერთან მიახლოებას და ქანცის გაცლამდე ყვირილს გულისხმობს. ასევე, სასოწარკვეთა და მიამიტური იმედი ამოძრავებს, როცა ღამღამობით შუქის განუწყვეტელი ჩართვა-გამორთვით ცდილობს ყურადღების მიპყრობას.
საბოლოოდ, გაიქცევიან, თავს დააღწევენ კოშმარს და დაუბრუნდებიან გარესამყაროს, რომელიც მარტოობაში გატარებული წლების შემდეგ, თავდაპირველად თავბრუს ახვევს თავისი გადატვირთული თანამედროვეობით. აქ უკვე იწყება ისტორიის მეორე, კიდევ უფრო საინტერესო, თუმცა მძიმე ნაწილი. წლობით იზოლაციამ, ისინი (მეტწილად დედა, რომელზეც სისტემატურად ძალადობდნენ) ისეთი საჩუქრებით დააჯილდოვა, როგორიცაა დეპერსონალიზაცია, ჟამე ვიუ, კოგნიტური დამახინჯება და მრავალი სხვა. შედარებით, ნაკლებად ტრავმულია ადაპტაციის პერიოდი ჯეკისთვის. მართალია შეშინებულია, მაგრამ ის უპირველეს ყოვლისა, ცნობისმოყვარე ბავშვია, რომელიც შეცნობის პროცესს გვიან გადის. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი დროში ცოტა გადავადდა, სამყარო, მისი მრავალფეროვნება, ამდენი სიახლე, ამდენი ახალი ადამიანი მისთვის ნაკლებად მტკივნეულს ხდის პერიოდს. ის, ისევე ტრაგიკულად ვერ აღიქვამს მოვლენებს, როგორც დედა, რომელზეც ძალადობდნენ და რომელსაც საზოგადოების ნაწილი საყვედურობს, რომ უკეთესი ალტერნატივა შეიძლება შეეთავაზებინა საკუთარი შვილისთვის, უდედოდ. ჯეკი, თანდათანობით, სწავლობს, ძლიერდება, ეცნობა საკუთარ თავს, ეჩვევა დამოუკიდებლობას და ჭრის იმ მაკავშირებელ ძაფებს დედასთან, რომლებიც ხელს უშლიან აღიქვას მე, და არა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ. ამის პირდაპირი მინიშნებაა, როცა იგი გადაწყვეტს შეიჭრას თმა, რომელიც აქამდე არ შეუჭრია; დაანებოს თავი ძუძუთი კვებას... ეს უკანასკნელი, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდია, რადგან სიმბოლოა დედასა და შვილს შორის იმ ემოციური ბმისა, რომელიც მუცლადყოფნის პერიოდში ჭიპლარით ფიზიკური ერთობას ანაცვლებს. დგება წუთი, როცა ჭიპლარი უნდა გადაიჭრას და ბავშვმა დამოუკიდებლად იარსებობს. დგება წუთი, როცა ეს ემოციური კავშირი უნდა შემცირდეს და ჯეკმა თავისი გზა იპოვოს.
ოთახი ისტორიაა ჩვენზე და ჩვენს გადაწყვეტილებაზე - ჩავიკეტოთ საკუთარ თავებში. ჩვენ ყველანი ჯეკები ვართ, რაღაც მხრივ...შინაგანი ბავშვი, ჩვენს პირად ოთახებში გამოკეტილი ერთი ერთზე... ალტერნატივაა და დასურათება იმისა, თუ როგორი იქნება ჩვენი "რეალობა", თუ სამყაროსთან კომუნიკაციაზე უარს ვიტყვით და პატარა კომფორტული ბუდიდან, უბრალოდ დამკვირვებლობას დავჯერდებით; დამკვირვებლობას სამყაროს ისეთ შეუმჩნეველ, უსასრულოდ პატარა ნაწილზე, როგორიც ოთახის ჭერში დატანებული პატარა მინიდან დანახული ცაა.
ჯეკი ჯერ 5 წლისაა, მაგრამ უკვე მოახერხა ქცეულიყო მაგალითად პატარა, როგორც თვითონ იტყოდა შეშმაცი(შეშინებული, მაგრამ მამაცი) ბიჭისა, რომელმაც გაბედა და ოთახის კარი გააღო. კარი, რომელიც მასსა და სამყაროს შორის, ერთ დროს, ძალიან მტკიცედ იდგა.
Comments
Post a Comment