Posts

Showing posts from February, 2018

რომენ გარი - ევროპული აღზრდა

Image
"- რაზეა წიგნი? - ადამიანებზე, რომლებიც იტანჯებიან, იბრძვიან და ერთმანეთს უახლოვდებიან. - გერმანელებზეც? - ..." წიგნი 1943 წელს დაიწერა, რამდენჯერმე დარედაქტირდა და საბოლოოდ, 1945 წელს გამოიცა. ჟან პოლ სარტრის მოსაზრებით, რომელიც მეოცე საუკუნის ფრანგული ფილოსოფიის და ეგზისტენციალიზმის გავლენიან  და მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს და ასე თუ ისე დაეჯერება , წიგნი ერთ-ერთი საუკეთესოა მეორე მსოფლიო ომის თემაზე დაწერილ ტექსტებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ავტორის - რომენ გარისთვის - ეს წიგნი პირველი რომანია, ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია, ბუნებრივი ოსტატობით და ძალდაუტანებლად მოეტანა ჩვენამდე მარტივი ჭეშმარიტება, რომ "ნამდვილი ფასეულობანი სიცოცხლისუნარიანია და ყველაფერს უძლებს." იანეკი, 14 წლისაა. ის ყველაფრისთვის მეტისმეტად ახალგაზრდაა, გარდა შიმშილის, სიცივისა და ტყვიებისა. თუმცა, 1 წელიც საკმარისი აღმოჩნდება, მიიღოს ევროპული აღზრდა, რომელიც ტრადიციული საგანანათლებლო დაწესებულებების გვერდის ავლით, კაცობრიობის ბნელეთის გავლით გამოაწრთობს, განამტკიც...

ჟოზე სარამაგუ - სიბრმავე

Image
ქართული ლიტერატურის წარმომადგენლებიდან, ოთარ ჭილაძე, ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეულია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ შექმნა  არანაკლებ გამორჩეული რომანი "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა". 1998 წელს, მას ნობელის პრემია უნდა მიეღო, რომ არა ვიღაც პორტუგალიელი   ჟოზე სარამაგუ. "მისი თანაგრძნობითა და ირონიით გამყარებული იგავის გამოყენება, გვაძლევს საშუალებას, გავარკვიოთ, თუ რა არის ილუზიური რეალობა"-ო -  გადაწყვიტა ნობელის კომიტეტმა. თავიდანვე, პესიმისტურად განვეწყვე, თუმცა სარამაგუს "სიბრმავის" წაკითხვისას, რთულია იგივე განწყობის შენარჩუნება. ვისაც თავის ტკივილი და თავსატეხები უყვარს, გულგრილი ვერ დარჩება ამ წიგნის მიმართაც. რამდენად მყარია სოციუმი, რომელსაც ვქმნით? რამდენად გვიცავს კულტურული თუ მორალური საფარველი პირველყოფილი ინსტინქტებისგან, რომლებსაც ჩვენში ვახშობთ? ძირითადად, ამის გარკვევას ცდილობს სარამაგუ, რომელმაც შექმნა აბსტრაქტული სამყარო, უსახელო ადამიანებით, სადაც მძვინვარებს თეთრი ეპიდემია და ერთმანეთის მიყოლებით ბრმავდება მთელი საზოგადოება. არავინ იცის,...

ფილიპ კ. დიკი - კაცი მაღალ კოშკში

Image
ს კოლაში სწავლის პერიოდში, ე.წ. უფროსები კომუნიკაციის დამყარებისას, ძალიან  ხშირად იყენებდნენ ერთსა და იმავე ნაცად ტაქტიკას - მისვამდნენ სრულიად უაზრო კითხვებს. ერთ-ერთი ასეთი იყო: რომელი საგანი გიყვარს ყველაზე უფრო? მეც, როგორც კარგი და ზრდილობიანი გოგო, ხასიათის შესაბამის პასუხს ვიძლეოდი, თუმცა ახლა რომ ვფიქრდები, ეს არასდროს ყოფილა - ისტორია. ზოგადად, ნაკლებად ვხვდები ადამიანებს, ვისაც წარსულში ჩხრეკა და მითუმეტეს, წარსული გამოცდილებით ხელმძღვანელობა დიდად ეპიტნავებოდეს. სამწუხაროდ... რადგან, წარსულის თითოეული მოვლენით განსაზღვრულია ჩვენი დღევანდელობა. ჰო, ვიცი, ახალს არაფერს ვამბობ, უბრალოდ მინდა მეტი სიცხადისთვის გაგაცნოთ ალტერნატიული აწმყო, თუ მომავალი, რომელშიც ვიცხოვრებდით, მეორე მსოფლიო ომში, ნაცისტურ გერმანიას  რომ გაემარჯვა. ფილიპ კ. დიკი, ცნობილი წარმოსახვის შესაშური უნარით, 1962 წელს, აქვეყნებს თავის მთავარ (ჩემი აზრით)  ნაწარმოებს "კაცი მაღალ კოშკში", სადაც გამარჯვებულმა ღერძის სახელმწიფოებმა აშშ ორად გაიყო. აღმოსავლეთი ნაწილი გერმანიას ერგო, ხოლო და...

ემა დონაჰიუ - ოთახი

Image
რ ა შეიძლება ჰქონდეს მოსაყოლი 5 წლის პატარა ბიჭს? რომ დღეს ყველასგან მალულად ხეზე აძვრა და მყუდრო თავშესაფარი მოიწყო, რომ გუშინ მამასთან ერთად კენჭებს აგროვებდა სანაპიროზე, რომ გუშინწინ თავისმა ლეკვმა პირველად მოურბენინა სათამაშო? არა. ვერა, რადგან არაფერი მსგავსი მას აქამდე არ უნახავს.  ჯეკი პატარა ოთახში დაიბადა და დღემდე მისი სამყარო ეს არის, რომელსაც ფანჯარაც არ აქვს და მხოლოდ შემინული ჭერით შეუძლია დაინახოს სხვა სამყაროს ფრაგმენტი, სადაც ღმერთს დღისით ყვითელი სახე აქვს, ღამით კი - თეთრი. ოთახი, ირლანდიელ-კანადელი მწერლის, ემა დონაჰიუს, 2010 წელს გამოქვეყნებული რომანია, რომელიც "ნიუ-იორკ ტაიმსმა" წლის ბესტსელერად დაასახელა. 2015 წელს კი, რეჟისორმა ლენი აბრაამსონმა მისი ეკრანიზაცია გადაწყვიტა, საკმაოდ წარმატებულად, რადგან ფილმმა ოთხი ოსკარი დაიმსახურა. წიგნი, მთლიანად პატარა ბიჭის მონათხრობია, რაც სწორი გადაწყვეტაა, რადგან ამ დახშულ ოთახში დამყაყებულ მძიმე ჰაერს ოდნავ სიმსუბუქეს ეს მაინც სძენს. ამასთან, ბევრად უფრო გულწრფელი, გულუბრყვილო და გაცილებით დიდი თანაგრძ...

მარგარეტ ეტვუდი - მხევლის წიგნი

Image
მ ე და თქვენ ყოველდღე გვესმის მასმედიის საშუალებით, თუ სად რა უბედურება მოხდა, მაგრამ საკუთარ თავებს ამას იშვიათად ვუკავშირებთ. თუნდაც, ეს ყველაფერი რამდენიმე მეტრის მანძილზე  ვითარდებოდეს, უშუალო კავშირი ჩვენთან ხომ არ აქვს.(?) არადა, თვალის დაბრმავებაც სიბრმავეა, ოღონდ ჩვევად ქცეული . მხევლის წიგნში აღწერილი მოვლენები, ერთი შეხედვით, არაფრით გავს ჩვენს ირგვლივ განვითარებულს. საოცარია, მაგრამ წიგნის პერსონაჟებიც ზუსტად ამ აზრზე იყვნენ, სანამ ერთ დღესაც, მსოფლიო დემოკრატიის აკვანში გაღვიძებულებმა, არ აღმოაჩინეს, რომ სრულიად დაუკარგავთ საკუთარი თავის უფლება და მათთვის გამზადებულ გალიებში საკუთარი უზრუნველობით ამოუყვიათ თავი. მარგარეტ ეტვუდი კანადელი მწერალი, ესეისტი და პოეტია. აგრეთვე, აქტიურად ჩართული გარემოსდაცვით საქმიანობებში. მე პირადად, ამ ტექსტით გავიცანი და მაშინვე ვიგრძენი უხერხულობა, რაც კარგი წიგნის კარგი საზომია. მხევლის წიგნი, რომელიც 1985 წელს დაიწერა, დისტოპიური რომანია და აღწერს ჩვენს ალტერნატიულ მომავალს, სადაც ქალები, რამდენიმე კატეგორიად და ფერებად დაყოფ...

ლაიონელ შრაივერი - კევინზე უნდა დაგელაპარაკო...

Image
კ ევინზე უნდა დავილაპარაკოთ... აქამდეც უნდა გვექნა ეს, სანამ 15 წლის კევინ კაჩადურიანი თავის გვარს საუკუნო დიდებას მოუტანდა და მასობრივ ხოცვა-ჟლეტას მოაწყობდა სკოლაში... თანამედროვე ამერიკელი მწერლისა და ჟურნალისტის, ლაიონელ შრაივერის მიზანი, შეექმნა საყოველთაო სიძულვილის ობიექტი, შესრულებულია. შიშველი, პირდაპირი, შეულამაზებელი და შემაძრწუნებელი ისტორია დედისა, რომლის შვილმა მასობრივი მკვლელობა ჩაიდინა, თუმცა ესეც არ იკმარა, რათა დედისთვის, როგორც "მაყურებლისთვის" სანახაობა არ მოეკლო და დაეხოცა მთელი მისი ოჯახი. ეძია შური მასზე იმისთვის, რომ ამქვეყნად მოავლინა სრულიად გულგრილი, ნიჰილისტი, აპათიური და ყოველგვარი ინტერესისა თუ მისწრაფებისგან განძარცვული. სურს იმავე ნიჰილიზში გადაისროლოს ევა (დედა), როგორშიც მთელი 15 წელი უხდებოდა არსებობა. გამოსდის კიდეც, რადგან იმ ხუთშაბათის შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში მომლოდინე ევა, უჩვეულო განცდას აფიქსირებს, რომ საერთოდ არსად არ უნდოდა ყოფნა, ნეტავ იმ წუთას მოვმკვდარიყავი . კი ეს იყო შურისძიება, მაგრამ თუ ასეა, რატომ არ  მიმა...

ფრანც კაფკა - პროცესი

Image
ვ იცით, ყოველ შემთხვევაში, გვსმენია, რომ განსაცდელი ყოველი ადამიანის ყოფიერების თანხმლები და განუშორებელი ნაწილია, თუმცა, როგორც წესი, ამის შესახებ წინასწარ არ გვატყობინებენ ხოლმე. ახლა წარმოვიდგინოთ, ერთი ჩვეულებრივი(ჯერჯერობით) დილა, ჯერ ბოლომდე თვალებიც არ გაგიხელია და გამცნობენ, რომ ზუსტად ეს დღე დადგა - დაპატიმრებული ხარ! კარგი, ამ ფაქტს გაგებით მოეკიდებოდი,  რამე დანაშაულებრივი რომ ჩაგედინოს (გაგეფიქრებინოს მაინც), მაგრამ მასგავსი თუ არაფერი მომხდარა? ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, ეძებ მიზეზებს, საფუძველს, ბოლო-ბოლო ფარულ კამერას ! მაგრამ ხუმრობას, ეს ყველაფერი ნაკლებად გავს. ერთი შეხედვით, ცხოვრება ჩვეული ერთფეროვნებით მიიზლაზნება, მაგრამ გამუდმებით თან გდევს ფიქრი, რომ ბრალდებული ხარ. შენ შეეჯახე უზარმაზარ, უფორმო, თანამშრომელთა უსასროლო რაოდენობით დაკომპლექტებულ სასამართლოს, რომლის რეალური არსი არავინ იცის. ყოველი დასაქმებულის ფუნქცია მკვეთრად შემოსაზღვრულია და მას ვერაფრით გასცდება. შენ შეეჩეხე ამ ყველაფერს მარტო და ბრძოლაც, რომელიც გარდაუვალია, ასევე მარტოკამ უნდ...