რეი ბრედბერი - მარსის ქრონიკა

დ ედამიწიდან პირველი რაკეტა გაფრინდა და უკან მოტოვებული ვარდისფერი ნისლით ზამთრის თოვლიანი ოჰაიო, მცირე ხნით, რაკეტის ცხელ ზაფხულად აქცია. ირგვლივ საყოველთაო ლღობა დაიწყო, გაიღო კარები და ფანჯრები, თხილამურები და მარხილები ერთბაშად უმაქნისი გახდა. არც თუ შორეულ მომავალში, დედამიწიდან პირველი რაკეტა გაფრინდა მარსზე და როგორც დასაწყისშივე იგრძნობა, თან მოიყოლა დიდი გარდატეხების ეპოქა, რომელიც შეეხო როგორც ადამიანთა ჩვეულ ყოფას, ისე მათ გონებას, მრწამსს, მისწრაფებებს... ახალ ეპოქას თავდაყირა უნდა დაეყენებინა ყველაფერი, გაეღო აქამდე დახშული ადამიანთა გონება, როგორც მათი საცხოვრისის კარ-ფანჯრები, გაეზარდა მათი თვალსაწიერი, როგორც ზამთრის ალმურწაკიდებულ ცას მაცქირალი, აივნებზე გამოფენილი ადამიანების ხედვა და გაელღვო ყინული, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, დედამიწის მაცხოვრებლებს გაერთიანების საშუალებას არ აძლევდა. "მარსის ქრონიკა", ერთი შეხედვით, ერთმანეთთან კავშირის არმქონე, სხვადასხვა ეპიზოდების კრებულია, რომლებიც ნაცნობი თუ უცნობი მოვლენების, აღმოჩენების, დედამი...