კაზუო იშიგურო - არასოდეს გამიშვა

ჰო, მეც ვფიქრობ, რომ სალათინოამერიკულსერიალო სათაური უფროა, მაგრამ ღლაბუცის სურვილი რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ უთუოდ გადაგივლით, რადგან მძიმე შინაარსი და შესაბამისი განწყობა, რომელიც მას მოაქვს, წაკითხვის შემდეგაც კარგა ხანს გაგყვებათ. ეს წიგნი, ნობელის პრემიის მქონე იშიგუროს ყველაზე ცნობილი დისტოპიური რომანია, რომელმაც მრავალფეროვანი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ სასკოლო დაწესებულებაში მოზარდი ბავშვები მუდმივად გრძნობენ, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არ არიან. მასწავლებელთა უმეტესობა მათგან დისტანცირებას ამჯობინებს, ზოგს კი ისე ეშინია, თითქოს ბავშვები კი არა - ობობები იყვნენ. რატომღაც მხოლოდ შემოქმედებით უნარებს უვითარებენ და არცერთ მათგანს აზრადაც არ მოსდის გაქცევა, რადგან ჰეილშემს გარს ტყე აკრავს, ტყე კი მოჩვენებებით და ავსულებითაა სავსე. იქ წასული და უკან დაბრუნებული არავის უნახავს, ყოველ შემთხვევაში, ამ და მსგავს ლეგენდებს შთააგონებებენ მათ მასწავლებლები. არავის ახსოვს როდიდან, მაგრამ ყველა ბავშვს გაცნო...